სერგი კაპანაძე  -„ქართული ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობოების   მიმართ  პირდაპირ ფრონტალურ შტურმზეა  გადასული

„ქართული ოცნება“ და მათი საპრეზიდენტო კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ პირდაპირ ფრონტალურ შტურმზეა გადასული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“, ისევე როგორც მათი საპრეზიდენტო კანდიდატი პირდაპირ გადასულია ფრონტალურ შტურმზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ისინი მარტო არიან დარჩენილები, აბსოლუტურად არავინ იზიარებს მათ პოზიციას. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებისა და შეფასებების დროსაც. ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ამოეფაროს „ქალის საკითხს“ თითქოს მას არ იცავენ, ეს არასერიოზულია, მან დაიმსახურა კრიტიკა, რადგან ქსენოფობიური განცხადებები გააკეთა, მან გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვნებს. ის საბოლოო ჯამში არის კანდიდატი, რომელიც ჩემი აზრით, ქვეყნისთვის იქნება დამღუპველი. ძალიან კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამას სწორედ ასე აფასებენ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, ქსენოფობიური განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დღევანდელ მსოფლიოში არასამთავრობოები ქალების დასაცავად უფრო ძლიერად გამოდიან, და საქართველოში ასე არ ხდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს