შსს-მ ძარცვის, ყაჩაღობისა და საპატიმროდან გაქცევისთვის 24 წლის განმავლობაში ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბორჯომში 24 წლის განმავლობაში ძებნილი 1970 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს.

როგორც შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პირი 1994 წლიდან ძარცვის, ყაჩაღობისა და საპატიმრო დაწესებულებიდან გაქცევისთვის იძებნებოდა.

„ვ.კ.-ს 1994 წლის 6 ივლისს, პროკურორის სანქციით, აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. იმავე წლის 16 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის პერიოდში, იგი ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სხვა პირებთან ერთად გაიქცა, რისთვისაც მასზე ძებნა გამოცხადდა.

2008 წელს ახალციხის სასამართლოს განაჩენით მის მიმართ შეწყდა საქმე სსკ-ს 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ძარცვა) ჩადენისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ს 379-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან ბრალდებულის ან მსჯავრდებულის გაქცევა) 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა.

ამ დროისთვის, დაკავებული გადაყვანილია მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს