სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატებთან შეხვედრისას ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიაზე, როგორ ვითარდება უხამსი სიტყვებით და აგრესიული ტონალობით

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა მიმდინარე საარჩევნო კამპანია იყო.

როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა, საელჩოების წარმომადგენლებს მან იმ „აგრესიული საარჩევნო კამპანიის შესახებ“ აცნობა, რომელიც მის წინააღმდეგაა მიმართული.

„ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიაზე, როგორ ვითარდება თავისი უხამსი სიტყვებით და ძალიან აგრესიული ტონალობით. რაც გუშინ ვუთხარი ევროკავშირის ელჩებს - წარმოუდგენელია, რომ ზოგიერთი მედიაწარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს საარჩევნო კამპანიაში ჩაერიოს ასეთი აგრესიული ფორმით და ძალადობისა და მუქარის ტონით. ეს ყველაფერი მათთვისაც ძალიან გასაკვირია. ეს არამხოლოდ ევროპელებს გაუკვირდათ, მე მგონი, უკვირთ და წყინთ, რადგან საქართველოს არ აქვს ეს სურათი საზღვარგარეთ და სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს, იმ შემთხვევაში როცა ეს არ არის პირდაპირ პარტიული არჩევნები და პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, მაინც ვაძლევთ ასეთ სურათს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს