„ეთიკის პრინციპების“ თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატები შეთანხმდებიან, რომ განზრახ არ გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ

პრეზიდენტობის კანდიდატები „ეთიკის პრინციპების“ თანახმად შეთანხმდებიან, რომ განზრახ არ გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ და არ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებს.

„ეთიკის პრინციპების“ პრეზენტაცია დღეს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, ლუკას ბეგლინგერმა გამართეს.

„დოკუმენტზე ხელმომწერი პირები თანხმდებიან, რომ დაიცავენ საზოგადოების ინტერესებს. ეთიკის პრინციპები საფუძვლად დაედება პრეზიდენტობის კანდიდატთა მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიას. დოკუმენტზე ხელმომწერები ასევე თანხმდებიან, რომ დაიცავენ საქართველოს კანონმდებლობას, საქმიანობას აწარმოებენ, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე; არ გამოიყენებენ სიძულვილის ენას, ქსენოფობიურ ან მუქარის შემცველ გამონათქვამებს; ხელს შეუწყობენ მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, ასევე, ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებსა და სააგიტაციო მასალის გავრცელებას; განზრახ არ გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ; არ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებს“, - განმარტავენ ცესკო-ში.

ამ ეტაპზე უცნობია, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი მოაწერს თუ არა ხელს ეთიკის კოდექსს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა