თამარ ხულორდავა - ძალიან ბევრი ნეგატივი და შეურაცხყოფაა, რაც საარჩევნო კამპანიის ნაწილად იქცა

ვისურვებდი, რომ ჩვენ დავამკვიდროთ სხვაგვარი პოლიტიკური კულტურა ამ ქვეყანაში. ალბათ, ეს უკვე ამ არჩევნებზე ვერ მოხერხდება , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ხულორდავამ საარჩევნო კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

„საარჩევნო კამპანია იმ ფორმით არ მიმდინარეობს, რა ფორმითაც ვისურვებდი, რომ წინასაარჩევნო კამპანია წარმართულიყო. ძალიან ბევრი ნეგატივი და ძალიან ბევრი შეურაცხყოფაა, რომელიც კამპანიის ნაწილად იქცა. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოსაწონი იყოს. ვისურვებდი, რომ ჩვენ დავამკვიდროთ სხვაგვარი პოლიტიკური კულტურა ამ ქვეყანაში. ალბათ, ეს უკვე ამ არჩევნებზე ვერ მოხერხდება და შემდეგ არჩევნებზე უნდა ვიზრუნოთ ამისთვის“, - განაცხადა ხულორდავამ.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ნეგატივის მიზეზი პოლიტიკური გარემოს პოლარიზებაა.

„ეს არის პოლიტიკური გარემოს პოლარიზების ბრალი, რომელშიც დიდი წვლილი აქვთ რა თქმა უნდა, პოლიტიკურ აქტორებს. ასევე, სამწუხაროდ, დაპირისპირების გაღვივებაში მედიის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება ხდება“, - განაცხადა ხულორდავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა