აგლაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

აგლაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსმა კობა ჯოხაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი დაიწვა.

„აგლაძის 118 ნომერში ხანძარი გაუჩნდა მეტალოპლასტმასისა და რკინის საამქროს. ადგილზე მობილიზებილი იყო 6 სახანძრო და 1 სამაშველო ბრიგადა. დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი იწვოდა. ხანძრის გავრცელების საშიშროება იყო, მაგრამ დროულად მოხდა ხანძრის ლოკალიზება. დაშავებული არავინ არის. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს საგამოძიებო სამსახური დაადგენს", - განაცხადა ჯოხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა