დავით უსუფაშვილი - სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს სახელისუფლებო რესურსი, მედიაკონგლომერატები და  უძირო დაფინანსება

რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი არათანაბარ მდგომარეობაშია ჩემთან შედარებით, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის როგორც ქალი კანდიდატი სხვა კანდიდატებთან მიმართებაში არათანაბარ მდგომარეობაშია. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არათანაბარ პირობებშია, რადგან მას საარჩევნო პროცეში განსაკუთრებული უპირატესობები გააჩნია.

„მე ვადასტურებ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის არათანაბარ პირობებში, რადგან მას აქვს განსაკუთრებული უპირატესობები ამ პროცესში. ის ნამდვილად არათანაბარ მდგომარეობაშია. მას ზურგს უმაგრებს სახელისუფლებო რესურსი, მედიაკონგლომერატები და უძირო დაფინანსება. რა თქმა უნდა, ის არათანაბარ მდგომარეობაშია ჩემთან შედარებით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა