დავით უსუფაშვილი „ომეგაზე“- მივმართავ მათ, ვისაც ჩანაწერების სრული ვერსია აქვთ, მიაწოდონ ისინი პროკურატურას და ორწელიწადნახევარი ისხდნენ და უსმინონ

მე მივმართავ მათ ვისაც ჩანაწერების სრული ვერსია აქვს, რომ მიაწოდოს პროკურატურას ისინი და ორწელიწადნახევარი ისხდნენ და უსმინონ ამ ამბებს თუ სურვილი აქვთ, - ასე აფასებს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებზე, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ექსპერტიზის დასკვნას.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ჩანაწერები საქმის ერთ-ერთი მტკიცებულებაა, თუმცა საზოგადოებამ ამ ჩანაწერების გარდა მოისმინა კონკრეტული ჩვენებები სხვადასხვა ადამიანების მხრიდან.

„ამ ჩანაწერების გამავრცელებლებს არც უთქვამთ, რომ ეს არ არის დაუმონტაჟებელიო. ამიტომ ჩანაწერების სრულ ვერსიას თუ ვინმე მიაწვდის პროკურატურას, ძალიან კარგი იქნება. ეს ჩანაწერები, როგორც ჩანს, ორწელიწადნახევარს გრძელდებოდა. ამიტომ პროკურატურას თუ ამის სურვილი და მზაობა აქვს, მე მივმართავ მათ, ვისაც ჩანაწერების სრული ვერსია აქვს, რომ მიაწოდოს პროკურატურას და ორწელიწადნახევარი ისხდნენ და უსმინონ ამ ამბებს. ჩანაწერები არის ერთ-ერთი მტკიცებულება, თუმცა ჩვენ ასევე მოვისმინეთ ჩვენებები, მოთხრობა ამბების სხვადასხვა მონაწილე პირების მიერ. ჩანაწერი თუ სადმე გაჭრილი და მიწებებულია, ეს ერთი თემაა, მაგრამ პროკურატურას, მე მგონი, საკმარისზე მეტი საფუძველი და ვალდებულება აქვს იმისთვის, რომ ეს საკითხი გამოიძიოს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. პროკურატურის ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 9; 11; 14 და 21 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გასცა ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ისინი არ არის ავთენტიკური და დამზადებულია მონტაჟის გზით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა