ნათია მეზვრიშვილი და თემურ კეკელიძე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი და სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, აშშ-ის მხრიდან შეხვედრას პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე კევინ ოკიფი და თავდაცვის მდივნის ოფისის ბალკანეთის, კავკასიისა და შავი ზღვის საქმეთა დირექტორი ტიფანი პეტროსი დაესწრნენ.

მათივე ცნობით, მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და ტრანსნაციონალური საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„საუბარი შეეხო ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმებს და ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრის მონაწილეებმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. მხარეებმა, ასევე, ბრიუსელის სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ იმსჯელეს, რომელიც ნატო-საქართველოს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებას გულისხმობს“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა