გიორგი ქობულია - ქართველი მწარმოებლების ხარისხიანი პროდუქცია დამატებით სტიმულს გვაძლევს მათ დასახმარებლად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია „თბილისობის“ სამეწარმეო მარკეტს ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, გამოფენა-გაყიდვაზე მან დაათვალიერა საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა, მათ შორის, სურსათი, სუვენირები, ღვინო, ჩაი და სხვადასხვა აქსესუარები, რომლებიც მეიდანზე მოსული ტურისტებისა და თბილისელების დიდ მოწონებას იმსახურებდნენ. მარკეტის მონაწილეთა ნაწილი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები იყვნენ.

გიორგი ქობულიას განცხადებით, გამოფენა-გაყიდვა იმის კარგი მაგალითია, რომ საქართველოში მცირე და საშუალო კომპანიებს შეუძლიათ რეალურად საინტერესო და ხარისხიანი პროდუქცია აწარმოონ.

„ეს ჩვენ გვაძლევს სტიმულს, რომ მათ მეტად დავეხმაროთ არა მარტო ფინანსურად, არამედ იმითაც, რომ მივცეთ საშუალება გავიდნენ სხვადასხვა ბაზრებზე, მათ შორის, ექსპორტზეც, ასევე ვასწავლოთ მათ საწარმოების ფინანსური მართვა, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ და მეტად წარმატებულები გახდნენ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა