თბილისში ჯოვანი სკუდიერის  სახელობის ქუჩა გაიხსნა

„დედაენის ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-19 საუკუნეში საქართველოში მოღვაწე, იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, სკუდიერის სახელობის ქუჩა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საქართველოში იტალიის ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან ერთად გახსნა.

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარიკა დარჩია და გიორგი ახვლედიანი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ჩვენი ქალაქის წინაშე არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის დიდი დამსახურება აქვს.

„ძალიან ბევრი და ლამაზი არქიტექტურული ნაგებობა უკავშირდება მის სახელს, არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს მასშტაბით. მაგალითად, მშრალი ხიდი მისი შემოქმედებაა. ჯოვანი სკუდიერი მეცხრამეტე საუკუნის გამორჩეული ხელოვანი იყო, რომლის მიერ შექმნილი არქიტექტურული ნაგებობები ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნისთვის. მისი შემოქმედების და სახელის უკვდავსაყოფად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება - ამ ულამაზეს ქუჩას დავარქვით ჯოვანი სკუდიერი სახელი. მე მიხარია, რომ სწორედ ჩვენ მოგვიწია ამის გაკეთება, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისში ერთ-ერთი ქუჩისთვის ჯოვანი სკუდიერის სახელის მინიჭების ინიციატივით, თბილისის საკრებულოს იტალიის ელჩმა მიმართა.

ანტონიო ენრიკო ბარტოლის თქმით, სასიხარულოა, რომ „თბილისობის“ დღესასწაულზე ჯოვანი სკუდიერის ქუჩა გაიხსნა.

„ეს არის დიდი პატივი. ჯოვანი სკუდიერის ქუჩა გაიხსნა იმ ადგილას, სადაც მისი შემოქმედების ნაწილია თავმოყრილი. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობებმა იცოდნენ, ვინ იყო ჯოვანი სკუდიერი,“ - განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

ჯოვანი სკუდიერის საქართველოში მოღვაწე არქიტექტორთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი იყო პირველი არქიტექტორი, რომელმაც თბილისის განაშენიანებას ახლებური, ევროპული ხასიათი შესძინა. მისი პროექტით საქართველოში აშენდა მრავალი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, თეატრი, პირველი ქვის ხიდი თბილისში (ახლანდელი ჩუღურეთისა და ე.წ. მშრალი ხიდი). ასევე სკუდიერის ეკუთვნის თავისუფლების მოედნის პროექტი, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმვა და სხვა.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო