მამუკა ბახტაძე -  თბილისი  სიყვარულის, სითბოს და მეგობრობის სიმბოლოა

თბილისი არის ცენტრი, სადაც იკვეთებოდა ბევრი ცივილიზაცია და რამაც შექმნა ჩვენი დედაქალაქი, როგორც კულტურული ცენტრი, ჩვენ ამით ყოველთვის ვამაყობდით და მომავალი თაობებიც იამაყებენ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის სახელით გამართულ მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „თბილისობა“ და ზოგადად, ჩვენი დედაქალაქი სიყვარულის, სითბოს და მეგობრობის სიმბოლოა, რასაც ისტორიამაც შეუწყო ხელი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ემოციების მომგვრელია ძველი თბილისი, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება და ქალაქი ისე უნდა განვითარდეს, როგორც მის წარსულს და ისტორიას შეესაბამება.

„ჩვენ, ქალაქის მერიასთან ერთად ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო გაალამაზებს და დაუბრუნებს ძველ დიდებას. დღეს ძალიან ბევრი ღიმილიანი სახე იყო თბილისის ქუჩებში და ჩვენი ოცნებაც სწორედ ეს არის, რომ ასეთი ღიმილიანი დღეები რაც შეიძლება ბევრი იყოს საქართველოში, ყველა ქალაქსა თუ სოფელში “, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - არ მინდა დავიჯერო, რომ „ქართულ ოცნებას“ იგივე დაემართა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი