ევროპის მოედანზე „თბილისური ვოდევილის“ პრემიერა გაიმართა

ევროპის მოედანზე მიუზიკლის - „თბილისური ვოდევილი“ პრემიერა გაიმართა, რომელშიც მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები და ქართული ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პრემიერას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიულოცა „თბილისობა“. დედაქალაქის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას თქმით, ვოდევილის პრემიერა საგანგებოდ „თბილისობისთვის“ შედგა.

„სპეციალურად „თბილისობისთვის“ დაიწერა ყველა ის სიმღერა, რომელიც სცენაზე გაჟღერდა. დავით დოიაშვილმა სცენაზე წარმოგვიდგინა მულტიკულტურული თბილისი. თბილისური ეზო, რომელშიც ცხოვრობენ სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, იეზიდები, პირდაპირ რიყის პარკში გაცოცხლდა“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

მიუზიკლის სიუჟეტი აღებულია მეცხრამეტე საუკუნის დრამატურგის, ზურაბ ანტონოვის ცნობილ პიესიდან - „მზის დაბნელება საქართველოში“. დადგმა ქართული ვოდევილების თავისუფალ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. სპექტაკლის რეჟისორია დავით დოიაშვილი, მუსიკის ავტორი - კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე, მხატვარი - ანა ნინუა, ხოლო ქორეოგრაფი - თეა გობეჯიშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა