საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით შს სამინისტროს ფუნქციები ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა

საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა - აღნიშნული უწყება საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე შს სამინისტროს უფლებამონაცვლე ხდება.

ამ მიმართულებით “საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, პარლამენტის ბიუროს 8 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

პროექტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებად განისაზღვრება შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ასევე აღნიშნული პირების პროგრამებში ჩართვისთვის ხელის შეწყობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს