ლატვიაში საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტია „თანხმობამ“ გაიმარჯვა

ლატვიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე პრორუსულმა პარტია „თანხმობამ“ გაიმარჯვა, რომლის ლიდერი რიგის მერი ნილ უშაკოვია. აღნიშნულმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 19% მიიღო.

მეორე ადგილზე არიან პოპულისტები „ვის ეკუთვნის სახელმწიფო?“-დან 14,07%-იანი მხარდაჭერით, მესამეზე კი, „ახალი კონსერვატორების“ პარტია 13,6%-ით. პროევროპულმა პარტიამ „განვითარებისთვის“ ამომრჩეველთა ხმების 12%-ით მიიღო. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრორუსული პარტია „თანხმობა“ ლატვიის პარლამენტში 24 მანდატს მიიღებს, „ახალი კონსერვატორები“ 16 ადგილს, ხოლო „ვის ეკუთვნის სახელმწიფო?“ კი - 15 ადგილს.

როგორც გამარჯვებული პარტიის ლიდერმა ნილ უშაკოვმა განაცხადა, „ქმედითი და სტაბილური კოალიცია „თანხმობის“ გარეშე ვერ შეიქმნება“. აღსანიშნავია, რომ პარტია „თანხმობა“ მხარს უჭერს ლატვიის ნატო-სა და ევროკავშირში წევრობას და ამავდროულად რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას სთავაზობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო