კახა კალაძე - ჩანაწერები გაყალბებული და მიჭრილ-მოჭრილია, რაც წინა ხელისუფლების ხელწერაა

ჩანაწერები გაყალბებული და მიჭრილ-მოჭრილია და ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირრბით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.

"ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, როგორც სამხარაულმა, ასევე ლონდონის ერთ-ერთმა უძლიერესმა საექსპერტო ბიურომ დაასკვნა, რომ ეს არის გაყალბებული, ამოჭრილ-მიჭრილ-მოჭრილი ჩანაწერები, ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა და ჩვენ ასეთი ჩანაწერების არაერთი მაგალითი გვახსოვს, ვინ იყო ამის შემოქმედი საზოგადოებამ კარგად იცის", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება "ომეგას" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას, კალაძე აცხადებს, რომ ბიზნესის მხარდაჭერა ყოველთვის მოხდება. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია კი არავის დაუმალავს, გახარიამაც აღნიშნა, რომ შეხვედრა შედგა. „ის, რომ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება, ხდება მხარდაჭერა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბიზნესი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა და მისი სწორად მუშაობა, ხალხის დასაქმება არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ყოველთვის ხდებოდა მხარდაჭერა ბიზნესის მიმართ და ეს მომავალშიც ასე იქნება",-განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ "ომეგას" საქმეში შესაძლო მონაწილეობაზე განაცხადა, რომ მან კონკრეტული დეტალები არ იცის. "მე ეს დეტალები და კონკრეტული საქმეები არვიცი. თუ ვინმეს მიმართ არსებობს დამადასტურებელი ფაქტი, მტკიცებულება, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და ყველა დამნაშავემ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ამაზე ორი აზრი არ არსებობს",- განაცხადა კალაძემ.

"ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში რამდენიმე აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელზეც პროკურატურამ გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო