თბილისობის აღსანიშნავად კიკვიძის პარკში ფერების ფესტივალი გაიმართა

„თბილისობა 2018“-ის ფარგლებში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში ფერების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის დასრულების შემდეგ, სტუმრების სადღესასწაულო განწყობაზე ჯგუფ „ფრანის“ წევრებმა იზრუნეს.

თბილისობის დღესასწაული სტუმრებს ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ მიულოცა. „კიკვიძის პარკში მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობა იყო შექმნილი. გასული წლის მსგავსად, წელსაც ჩვენს რაიონში ჩატარდა „ფერების ფესტივალი“. ძალიან ლამაზი სანახაობა გამოვიდა. ყველაზე ფერად ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდებთან ერთად უფროსი თაობის წარმომადგენლებიც გვესტუმრნენ და ყველამ ერთად აღვნიშნეთ თბილისობა“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიებები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ჩატარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს