ვაშინგტონიდან ჩამოსული პოლიტიკური კონსულტანტი კრისტინა პუშოუ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდა

ვაშინგტონიდან ჩამოსული პოლიტიკური კონსულტანტი კრისტინა პუშოუ რუსთაველის გამზირზე შვილმოკლულ მამებს, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდა. კრისტინა პუშოუმ მათ საკვები და პლედები მიუტანა. მან შვილმოკლული მამებისგან მიიღო ინფორმაცია იმ ბრალდებების შესახებ, რომელიც სარალიძესა და მაჩალიკაშვილს ხელისუფლების მიმართ აქვთ.

როგორც პუშოუმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას აქვს სურვილი გაერკვეს იმ საქმეებში, რასაც შვილმოკლული მამები აპროტესტებენ. მისივე თქმით, ვაშინგტონში დაბრუნებისას ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდება და ამ თემაზე მათთან ისაუბრებს.

თავის მხრივ, ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშცილმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამდე მივა ინფორმაცია, თუ რა დანაშაული არის ჩადენილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ზაზა სარალიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს, რათა სამართლიანობა აღდგეს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

იხილეთ ვიდეო: ვინ არის ქრისტინა პუშოუ, რომელიც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე მივიდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს