პროკურატურამ პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს დღეს კიდევ ერთხელ მიმართა

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს დღეს კიდევ ერთხელ მიმართა. ანგელა ვასილენკო სასამართლოში, სავარაუდოდ, ხვალ გამოიკითხება.

ბურჭულაძის მეუღლე სასამართლოში 4 ოქტომბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყნიდან მისი გამგზავრების გამო გამოკითხვა არ შედგა. მანამდე, ანგელა ვასილენკოს საგამოძიებო ორგანოსთვის გამგზავრების დამადასტურებელი ბილეთები არ წარუდგენია. ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე პროკურატურამ მოწმის სახით გამოსაკითხად რამდენჯერმე დაიბარა, თუმცა იგი საგამოძიებო ორგანოში არც ერთხელ გამოცხადებულა.

3 ოქტომბერს, საგამოძიებო ორგანოდან უწყების მიღებისას ბურჭულაძის მეუღლემ პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა. მთავარ პროკურატურაში გამოძიება საქველმოქმედო ფონდ იავნანას ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, გამოძიების მიერ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებული დოკუმენტაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქველმოქმედო ფონდში 2004-2017 წლებში მოზიდული შემოწირულობების დაახლოებით მხოლოდ 30 პროცენტი ხმარდებოდა ქველმოქმედებას, ხოლო დანარჩენი თანხებით ფინანსდებოდა თანამშრომელთა ანაზღაურება და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები.

ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ მისთვის ანაზღაურებული ავიაბილეთების ღირებულება, ხელფასი და სხვა ხარჯი ჯამურად 254 000 ლარს შეადგენს.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
რატომ არის კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ასეთი პოპულარული და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე
„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს, 4.5G ინტერნეტს სთავაზობს