ირაკლი კობახიძე ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებას ულოცავს. „საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება - ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებულია! ვულოცავ ნიკოლოზს და მის ყველა გულშემატკივარს!

#საქართველოიგებს“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის მისალოც წერილში.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში არგენტინელი ხუან დელ პოტრო ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა.

ბასილაშვილმა ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო ATP ტურნირი, მან 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 733 320 დოლარი ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა 23-ე ჩოგანი გახდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა