პრემიერი ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩინეთის ღია პირველობაზე გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩინეთის ღია პირველობაზე გამარჯვებას ულოცავს.

"ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის პირველობის ჩემპიონია! ნიკა, გილოცავ დიდ გამარჯვებას! ძალიან გაგვახარე!", - წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" საკუთარ გვერდზე.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში არგენტინელი ხუან დელ პოტრო ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა.

ბასილაშვილმა ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო ATP ტურნირი, მან 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 733 320 დოლარი ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა 23-ე ჩოგანი გახდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო