მამუკა ბახტაძე  ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონს, გურამ თუშიშვილს, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს - ვარლამ ლიპარტელიანსა და ამირან პაპინაშვილს შეხვდა. პრემიერმა პირადად მიულოცა გამარჯვება ქართველ ძიუდოისტებს და შემდგომი წარმატება უსურვა მათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე ისაუბრეს ქართული სპორტის განვითარების პერსპექტივაზე, ქართველ სპორტსმენთა სამომავლო გეგმებსა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 3 მედალი - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა და 124 ქვეყანას შორის მესამე ადგილზე გავიდა იაპონიისა და კორეის შემდეგ. გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდგომ ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საქართველომ წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე, 4-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში იაპონიის დედაქალაქი ტოკიო უმასპინძლებს.

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა