ბულგარეთში, სავარაუდოდ, პროფესიული საქმიანობისთვის, ჟურნალისტი მოკლეს

ბულგარეთის ქალაქ რუსეში რეგიონული არხის TVN-ის ადმინისტრაციული დირექტორი და წამყვანი ვიქტორია მარინოვა სასტიკად მოკლული იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, 30 წლის ქალბატონის ცხედარი დუნაისთან ახლოს, მწვანე ზონაში იპოვეს. რამდენიმე მეტრის დაშორებით მოკლული ჟურნალისტის პირადი ნივთები ნახეს. შორიახლოს მისი კუთვნილი ავტომობილი ეყენა. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალება თავში ჩარტყმამ და გაგუდვამ გამოიწვია. ადგილობრივი კრიმინალისტების განცხადებით, მსგავსი სისასტიკით მკვლელობის ფაქტები არ ახსენდებათ.

მკვლელობის მრავალ ვერსიათა შორის გამოძიება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასაც განიხილავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი ბოლო თემა, რომელზეც ჟურნალისტი მუშაობდა, ე.წ. „GPGate-სკანდალი იყო“, რომელიც ევროპული კავშირის ფონდიდან სახსრების დატაცებას უკავშირდებოდა. საუბარია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ინფრასტრუქტურის ობიექტების სამშენებლო პროექტებზე, რომლებითაც საკონსალტანგო ფირმები ფულს შოულობდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა