იერუსალიმის სასამართლომ ქვეყნის პრემიერმინისტრის მეუღლის საქმის განხილვა დაიწყო

იერუსალიმის სასამართლომ ქვეყნის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლის სარა ნეთანიაჰუს საქმის განხილვა დაიწყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრემიერის მეუღლე სასამართლოში დღის მეორე ნახევარში გამოცხადდა.

ისრაელის სახელმწიფო რადიოს ცნობით, საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს, რადგან პროცესი საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საქმეს ეხება.

მანამდე იერუსალიმის სასამართლომ ბრალი წაუყენა პრემიერის კანცელარიის ყოფილი სამეურნეო ნაწილის უფროსის მოადგილეს ეზრა სეიდოფს, რომელსაც ბრალად ედება თაღლითობა დამამძიმებელ გარემოებებსა და საბუთების გაყალბებაში. გამოცემა „Haaretz“ იუწყება, რომ ბრალდების მიხედვით, სარა ნეთანიაჰუმ და სეოდოფმა კეიტერინგის მომსახურებისთვის 100 ათასი აშშ დოლარი გადაიხადეს. გამოცემის ინფორმაციით, ბრალდება 2010-2013 წლების პერიოდს მოიცავს.

სარა ნეთანიაჰუ პირველად საქმეზე 2016 წელს 10 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა