მამაკაცის გარდაცვალებაში მოქალაქეები საპატრულო ეკიპაჟს ადანაშაულებენ

ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, მამაკაცი ცენტრალურ გზაზე საპატრულო ეკიპაჟმა შემოწმების მიზნით გააჩერა, მძღოლი კი სამართალდამცავებს სთხოვდა გაშვებას, რადგან შეუძლოდ იყო. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მამაკაცი სამართალდამცველებისთვის ახსნა-განმარტების მიცემის დროს გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლებს ბათუმი-სარფის დამაკავშირებელი გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი აქვთ. ისინი საპატრულო ეკიპაჟის დასჯას ითხოვენ. "საპატრულო ეკიპაჟი მას დაედევნა და გააჩერა. მძღოლი იქვე სახლში შევიდა და შემდეგ ახალსოფლის ცენტრისკენ წავიდა და ამ დროს გარდაიცვალა. ასევე ამბობენ, რომ შეუძლოდ იყო და პატრულმა გააჩერა. სწორედ ახსნა-განმარტების დროს გარდაიცვალა... აქ ასე ამბობენ",- აცხადებს აქციაზე მყოფი მოქალაქე.

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს, უწყებაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

იხილეთ ვიდეო: "გაუჩერებია უთქვია ცუდად ვარ, წამალი დამალევინეო" - მამაკაცის გარდაცვალებაში მოქალაქეები საპატრულო ეკიპაჟს ადანაშაულებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა