ივანე მაჭავარიანი - ხელისუფლება შეძლებისდაგვარად, კანონის ფარგლებში, ყოველთვის ითვალისწინებს ბიზნესმენების მდგომარეობას, იქნება ეს გადავადება თუ სხვა ტიპის ხელშემწყობი ღონისძებები

ხალხის ხარჯზე აწყობილი ბიზნესი, ბიზნესი არ არის, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას. მისი განცხადებით, სახელმწიფო პოლიტიკა „ომეგა ჯგუფისა“ და სხვა ნებისმიერი კომპანიის მიმართ არის თანაბარი. „თავად ბიზნესიდან ვარ მოსული და კიდევ ვიმეორებ - ასეთი დაცული ბიზნესი და ასეთი მეგობრული გარემო, მე არ მახსოვს. დამერწმუნეთ, ბიზნესის 99 პროცენტი, 100 პროცენტი თუ არა, ასე ფიქრობს. შესაბამისად, პოლიტიკა არის ასეთი - ჩვენ, რასაკვირველია, გვესმის ბიზნესის მდგომარეობა. თუ ვხედავთ, რომ მას აქვს პრობლემები, ვთავაზობთ გამოსავლის გზებს. თუმცა, ესაა გამონაკლისი შემთხვევები. ბიზნესის მხრიდან ძალიან სერიოზული არგუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი - უნდა იყოს ადგილობრივი წარმოება, როგორც ეს, მაგალითად, იყო „ომეგას“ შემთხვევაში.ზუსტად ამიტომ იყო, რომ 2 წელი ხელს ვუწყობდით. ზოგადად, ბიზნესის მიმართ ჩვენ ლოიალურები ვართ. თუმცა, თუ რომელიმე ბიზნესი, რომელიმე საწარმოს ბიზნესმოდელი დგას იმაზე, რომ გადასახადები არ გადაიხადოს და თუ გადაიხდის, გაკოტრდებიან, მაშინ ასეთი ბიზნესი არავის სჭირდება“,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - სად გადის ზღვარი ბიზნესის მიმართ ხელშეწყობასა და საბიუჯეტო გადასახადების გადახდის ვალდებულებას შორის, ფინანსთა მინისტრმა უპასუხა: „ეს ზღვარი გადის ვალდებულბების გადახდაზე. ჩვენ წელს გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი შემოსავლები ისე, რომ არც ერთი ბიზნესი არ დაჩაგრულა, არ დაგვიტერორებია. ეს ყველაფერი ხდება ბიზნესის, ეკონომიკური ზრდის და გაუმჯობესებული ადმინისტრირების ფონზე. შესაბამისად, ზღვარი გადის კანონზე და კანონი ითხოვს გადასახადების გადახდას. თუმცა, ამავდროულად, ხელისუფლება შეძლებისდაგვარად, ასევე, კანონის ფარგლებში, ყოველთვის ითვალისწინებს ბიზნესმენების მდგომარეობას, იქნება ეს გადავადება თუ სხვა ტიპის ხელშემწყობი ღონისძებები“ ,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა