პაატა ბურჭულაძის მეუღლე დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ კიდევ ერთხელ მიმართა. ანგელა ვასილენკო სასამართლოში, სავარაუდოდ, დღეს გამოიკითხება.

ბურჭულაძის მეუღლე სასამართლოში 4 ოქტომბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყნიდან მისი გამგზავრების გამო გამოკითხვა არ შედგა. მანამდე, ანგელა ვასილენკოს საგამოძიებო ორგანოსთვის გამგზავრების დამადასტურებელი ბილეთები არ წარუდგენია. ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე პროკურატურამ მოწმის სახით გამოსაკითხად რამდენჯერმე დაიბარა, თუმცა იგი საგამოძიებო ორგანოში არც ერთხელ გამოცხადებულა.

3 ოქტომბერს, საგამოძიებო ორგანოდან უწყების მიღებისას ბურჭულაძის მეუღლემ პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა. მთავარ პროკურატურაში გამოძიება საქველმოქმედო ფონდ იავნანას ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, გამოძიების მიერ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებული დოკუმენტაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქველმოქმედო ფონდში 2004-2017 წლებში მოზიდული შემოწირულობების დაახლოებით მხოლოდ 30 პროცენტი ხმარდებოდა ქველმოქმედებას, ხოლო დანარჩენი თანხებით ფინანსდებოდა თანამშრომელთა ანაზღაურება და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები.

ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ მისთვის ანაზღაურებული ავიაბილეთების ღირებულება, ხელფასი და სხვა ხარჯი ჯამურად 254 000 ლარს შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა