ევროკავშირი რუსეთისგან ოლეგ სენცოვისა და უკანონოდ დაკავებული ყველა უკრაინელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ევროკავშირი რუსეთისგან ოლეგ სენცოვისა და რუსეთში უკანონოდ დაკავებული ყველა უკრაინელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის პრესმდივნის, მაია კოციანჩიჩის განცხადებაშია ნათქვამია.

„ოლეგ სენცოვმა წარმოუდგენელი მამაცობა, სიმტკიცე და თავგანწირულება გამოაჩინა შიმშილობის 145 დღის განმავლობაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა კრიტიკულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ „სათანადო სტაციონარული სამედიცინო მკურნალობის უზრუნველყოფაზე უარის თქმით რუსეთის ხელისუფლება სენცოვის ძირითად უფლებებსა და რუსეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს“.

„ოლეგ სენცოვი ყირიმის ნახევარკუნძულზე საქმიანობის გამო დააკავეს, რაც მიმართული იყო რუსეთის მიერ ყირიმის არაკანონიერი ანექსიის წინააღმდეგ. ევროკავშირი ამ საქმეს საერთაშორისო სამართლისა და მართლმსაჯულების ელემენტარული სტანდარტების დარღვევად მიიჩნევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი 2014 წლის მაისში დააკავეს. 2015 წლის აგვისტოში მას 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ანექსირებულ ყირიმში ტერაქტის მომზადების ბრალდებით. 2018 წლის 14 მაისს ოლეგ სენცოვმა შიმშილობა გამოაცხადა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს