ირაკლი კობახიძე - ჩვენი შიდა კვლევებით, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, გრიგოლ ვაშაძემ კი შეიძლება მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს

ჩვენ არც ერთხელ არ გვიკადრებია საზოგადოებისთვის ჩვენი შიდა კვლევების გამოტანა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “რუსთავი 2“-ის დაკვეთით, „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნების რეიტინგში პირველ ადგილს გრიგოლ ვაშაძე იკავებს, მეორეს - დავით ბაქრაძე, მესამეს - შალვა ნათელაშვილი და ა.შ.

“ყველა პარტია ატარებს თავის შიდა კვლევებს. ჩვენც გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები და ზუსტად ამ კვლევებზე დაყრდნობით ვაცხადებ, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს, რაც არავისთვის არ არის სიურპრიზი. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან შეიძლება ამ არჩევნებში მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს. ეს არის რეალობა. ჩვენ არც ერთხელ არ გვიკადრებია საზოგადოებისთვის ჩვენი შიდა კვლევების გამოტანა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. ეს არის რეალური სურათი. სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს, რაც საზოგადოებასთვის არ არის გასაკვირი. ბოლოდროინდელი ტენდენციაა, რომ გრიგოლ ვაშაძე მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო