ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. გიგა შუშანია მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, მხატვრების და საჯარო მოხელეების იტალიაში ვიზიტთან დაკავშირებით მერიის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ 11 სექტემბერს გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა მერიამ პასუხი ამ დრომდე არ მიაწოდა. გიგა შუშანიას განცხადებით, სარჩელს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ ერთად ამზადებს.

„იტალიაში მხატვრების გამგზავრების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ გამგზავრებაში მერია დაეხმარა. შემდგომ მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა ხარჯი იტალიურმა მხარემ გაიღო. საჯარო მოხელეების და მხატვრების ვიზიტის შესახებ მერიისგან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვე, თუმცა მერიამ ამ დრომდე არ მოგვაწოდა. ჩვენი ინფორმაციით, მერიამ ყველა ხარჯი ბიუჯეტიდან გაიღო, ამიტომ მალავს ამ ინფორმაციას, რის დადასტურებასაც სასამართლოს გზით ვაპირებთ. მთავარია, რომ მთელ ამბებში შეგვრჩა ვალში გადავარდნილი მხატვრები, რომლებიც საკუთარი სახსრებით გაემგზავრენ და დაპირებული თანხა ამ დრომდე არ მიუღიათ",-განაცხადა გიგა შუშანიამ.

შეგახსენებთ, იტალიაში, ქალაქ კოზენცაში მხატვრები აგვისტოში გაემგზავრნენ, სადაც ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას პორტრეტი შეიქმნა, რასაც პროტესტი მოყვა. მერიაში განმარტავდნენ, რომ მხატვარმა მერის პორტრეტი მადლიერების გამო შექმნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს