ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ძალიან მკაფიოა როგორც დასავლურ ინტეგრაციასთან, ასევე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით

სალომე ზურაბიშვილი 2008 წელს აცხადებდა, რომ საქართველო მისი დასავლური არჩევანის გამო დაისაჯა და ადგილი ჰქონდა რუსულ პროვოკაციებს, ანუ კონფლიქტის და აგრესიის ინიციატორი 2008 წელს იყო სწორედ რუსეთი და ამას ფრანგულ გამოცემებს სალომე ზურაბიშვილი ეუბნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ძალიან ღია და მკაფიო პასუხი აქვს გაცემული საქართველოს ამერიკელ პარტნიორებს.

„ჩვენ ვიცით რას ეხება საქმე. საქმე ეხება დასმულ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლი და შეეძლო თუ არა მათ იმ დანაშაულის პრევენცია, რომელიც ჩაიდინა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა. ეს იყო ლეგიტიმური კითხვები, რომელიც ისმებოდა მაშინ, 2008 წელს და ამას ეხებოდა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიც. ამ კითხვას ძალიან ღია და მკაფიო პასუხი გასცეს პირველ რიგში, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა. მინდა გითხრათ, რომ ეს პასუხი ნამდვილად არ არის დამამშვიდებელი და სასარგებლო „ნაციონალური მოძრაობისთვის“. გახსოვთ თქვენ კონდოლიზა რაისის ცნობილი განცხადებები, მაილსის განცხადებები, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მათ არაერთხელ გააფრთხილეს მიხეილ სააკაშვილი იმის თაობაზე, რომ მის ასეთ ქმედებას აუცილებლად მოყვებოდა ძალიან ცუდი შედეგი. ამის მიუხედავად, სააკაშვილმა სხვანაირად იმოქმედა. როდესაც შენ გაქვს მოღალატეობრივი ჩანაფიქრი, ანუ როდესაც ხარ უბრალოდ ავანტიურისტი, ასეთ დროს არც მეგობრის გაფრთხილებას იღებ ყურად და არც მტრის გაფრთხილებას. ეს იყო ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა და ეს კითხვა დაისვა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ისევე, როგორც საზოგადოების მხრიდან 2008 წელს; ამ კითხვას ძალიან ღია და მკაფიო პასუხი გასცეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა. იყო არაერთი გაფრთხილება და ამ გაფრთხილების მიუხედავად, სააკაშვილმა ჩაიდინა ის დანაშაული, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოყვა. ნიშანდობლივია ის, რომ ამ დეზინფორმაციულ კამპანიას სათავეში უდგას ის ქალბატონი, რომელიც იყო „მოდელირებული ქრონიკის“ ერთ-ერთი ავტორი, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილის 2008 წელს მიცემული ინტერვიუც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის პოზიცია ძალიან მკაფიოა როგორც დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით.

„მინდა შეგახსენოთ, რას ამბობდა იმ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მაშინ საქართველო მისი დასავლური არჩევანის გამო დაისაჯა. ვფიქრობ, ზურაბიშვილის პოზიცია ძალიან მკაფიოა როგორც დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. იმავე ინტერვიუში საუბარია იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა რუსულ პროვოკაციებს, ანუ ინიციატორი კონფლიქტის და აგრესიის 2008 წელს იყო სწორედ რუსეთი და ამას ფრანგულ გამოცემებს სალომე ზურაბიშვილი ეუბნებოდა. ის სპეციალურად წავიდა საფრანგეთში იმისათვის, რომ ქართული სახელმწიფოებრივი პოზიცია დაეცვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა