„ევექსის“ პოლიკლინიკა მოსახლეობას სისხლში ტყვიის დონის განმსაზღვრელ ანალიზზე ფასდაკლებას სთავაზობს

„ევექსის“ საბურთალოს პოლიკლინიკა მოსახლეობას სისხლში ტყვიის დონის განმსაზღვრელ ანალიზზე ფასდაკლებას სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, დღეიდან „ევექსის“ პოლიკლინიკაში შესაძლებელი გახდება სისხლში ტყვიის შემცველობის შემოწმება. „ევექსის“ საბურთალოს პოლიკლინიკა პაციენტებს დეკემბრის ბოლომდე სთავაზობს 30%-იან ფასდაკლებას. სისხლში ტყვიის შემცველობის გამოვლენა 82 ლარის ნაცვლად 57 ლარად იქნება შესაძლებელი.

„პირველ ეტაპზე სისხლში ტყვიის დონის განმსაზღვრელი ანალიზის ჩატარება „ევექსის“ საბურთალოს პოლიკლინიკაშია შესაძლებელი, მის: ვაჟა ფშაველას # 40. კორპორაცია ეტაპობრივად დაამატებს ახალ სერვისს ქსელში არსებულ პოლიკლინიკებშიც.

ანალიზის ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: 2 55 05 05“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო