სოფო კილაძე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი ბიზნესის რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი ბიზნესის რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კილაძე ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდებს, დროულად დარეგისტრირდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსპექტირებისას მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

„ჩვენ ვაძლევთ ბიზნესს საშუალებას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელებისათვის დამატებით ვადაში, 15 ნოემბრამდე გაიარონ რეგისტრაცია. შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება უკვე მოვახდინე ჩემს კოლეგებთან ერთად. დღეს მოქმედი კანონით, ყველა პირი, რომელიც ახორციელებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია, არაუგვიანეს 2018 წლის 28 სექტემბრისა. სამწუხაროდ, საწარმოთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის გავლისათვის იუსტიციის სახლს სწორედ ბოლო დღეს მიმართა. აღნიშნული დღე ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციის ბოლო დღეს დაემთხვა და იუსტიციის სახლის რესურსი არ აღმოჩნდა საკმარისი ამ რაოდენობის განაცხადების მისაღებად. თუმცა, ეს გარდამავალი პერიოდი ბიზნესს კანონისმიერი ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ შესაბამისი ბიზნესის წარმომადგენლებს, დროულად მოახდინონ კანონისმიერი ვალდებულების შესრულება და დარეგისტრირდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსპექტირებისას მათ მოუწევთ ჯარიმის გადახდა“, - აღნიშულია კილაძის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა