მიხეილ ბენიძე - პიროვნული შეტევები მიუღებელია, პარლამენტის თავმჯდომარეს არ უნდა ავყვეთ - მას უფრო მეტი საქმე და საზრუნავი უნდა ჰქონდეს

ამ თავდასხმების მიზანი ის არის, რომ მათ ხელი შეუშალონ ჩვენს სადამკვირვებლო საქმიანობას, გვამყოფონ მუდმივად სტრესულ რეჟიმში, - ასე შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადება.

მიხეილ ბენიძის თქმით, ასეთი შეფასებები მიზნად ისახავს იმის წარმოჩენას, რომ ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებია.

„ასეთ რამეში, საერთოდ, არც უნდა ავყვეთ ბატონ პარლამენტის თავჯმდომარეს. ამ თავდასხმების მიზანი ის არის, რომ მათ ხელი შეუშალონ ჩვენს სადამკვირვებლო საქმიანობას, გვამყოფონ მუდმივად სტრესულ რეჟიმში და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ სრულყოფილი წინასაარჩევნო მონიტორინგი განვახორციელოთ, გადავიდეთ მათი განცხადებების პასუხზე -ეს არის მიზანი. ეს პიროვნული შეტევები ახლა არის სრულიად მიუღებელი, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამაში ავყვეთ ბატონ კობახიძეს. მე მგონია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს უფრო მეტი საქმე და საზრუნავი იმ პერიოდში, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიურად იტაცებენ და ასეთი ფაქტი გუშინაც ვნახეთ. მათი ტაქტიკა დღეს არის ის, რომ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, მათ ბურთი თუ ლოდი გადმოაგდონ სხვის ბოსტანში და ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებია ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გასული ორი არჩევნების პერიოდში ასეთი ორგანიზებული შეტევა ნამდვილად არ იგრძნობოდა. წელს, ჩვენ უპრეცედენტოდ კოორდინირებულ შეტევას ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან. შესაბამისად, გასაკვირია, იმიტომ რომ ამ არჩევნებზე მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატი საერთოდ არ ჰყავს. ამიტომ ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი მხრიდან ასეთი შემოტევა რას უკავშირდება”,- აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაანცხადა, რომ ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შორისაც არიან. „ერთ-ერთმა მათგანმა კერძოდ, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა, ანუ რეალურად, უკადრებელი იკადრა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ქართულ-დასავლური ურთიერთობების კონტექსტში“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა