სერბეთის პრეზიდენტი - სამხედრო ნეიტრალიტეტს შევინარჩუნებთ, თუმცა ნატო-სთან თანამშრომლობაზე უარს არ ვამბობთ

სერბეთი სამხედრო ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს, თუმცა ნატო-სთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს, - ამის შესახებ სერბეთის ქალაქ მლადენოვაცში ნატო-ს საერთაშორისო წვრთნების „სერბეთი-2018“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა.

„სერბეთი სამხედრო კუთხით ნეიტრალური ქვეყანაა და ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ნეიტრალიტეტს, თუმცა გავაგრძელებთ ნატო-სთან თანამშრომლობას. მსურს მადლობა გადავუხადო ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, რომელსაც არანაირად არ უცდია სერბეთის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა. სერბეთი გააგრძელებს ნატო-სთან თანამშრომლობას და კარგ ურთიერთობებს რუსეთთან და ჩინეთთან“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა