გიორგი ვაშაძე - პარლამენტის თავმჯდომარე იცავს ფარცხალაძეებს და იმ დანაშაულებრივ სისტემას, რომელიც ქვეყანაშია ჩამოყალიბებული

პარლამენტის თავმჯდომარე იცავს ფარცხალაძეებს და იმ დანაშაულებრივ სისტემას, რომელიც ქვეყანაშია ჩამოყალიბებული, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ ვნახეთ ამერიკული კომპანია edison-ის მიერ ჩატარებული კვლევები, სადაც ჩვენი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დამაჯერებლად ლიდერობს, მას ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ხელისუფლების კანდიდატს. ვფიქრობ, გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დარჩა, მთავარია, რომ მაქსიმალური მობილიზება გავაკეთოთ.მეორე რაც ამ კვლევაში ვნახეთ არის ის, რომ მოსახლეობის 80% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. სწორედ ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ვნახეთ დღეს, რომელიც იცავს ფარცხალაძეებს, იცავს იმ დანაშაულებრივ სისტემას, რომელიც ქვეყანაშია ჩამოყალიბებული. ფაქტობრივად, მათ მოახდინეს ინსტიტუციების ბოლომდე ჩამოშლა. ნაცვლად იმისა, რომ რამე ინიციატივით გამოვიდეს, თქვას რას შეცვლიან, რას გააკეთებენ, პირდაპირ თავდასხმაზე გადადის და ქვეყნის მტრად აცხადებს სამოქალაქო სექტორს, დამოუკიდებელ მედიასაშუალებასა და მის ხელმძღვანელს და ქვეყნის მტრად აცხადებს ოპონენტებს. ნამდვილად უნდა დამთავრდეს ქვეყანაში ის კატასტროფა, რაშიც ჩვენ დღეს ვართ. ჩვენ ვართ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, როცა აღარ გვყავს სამართალდამცავი ორანოები, არ გვყავს არც პროკურატურა, არც სასამართლო სისტემა. გვყავს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ასე არაადეკვატურად აფასებს ყველაფერს", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაანცხადა, რომ ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შორისაც არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო