ოთარ ფარცხალაძე, რომელიც მზადაა საზოგადოების ყველა შეკითხვას უპასუხოს, მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე ამ ეტაპზე უარს აცხადებს

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ადვოკატის განცხადებით, მზადაა საზოგადოების ყველა შეკითხვას უპასუხოს, მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.

ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადების გავრცელების შემდეგ, „ინტერპრესნიუსი“ ადვოკატს კონკრეტული შეკითხვებით დაუკავშირდა, თუმცა მოსიაშვილის თქმით, ის და ოთარ ფარცხალაძე ამ ეტაპზე მხოლოდ იმ განცხადებით შემოიფარგლებიან, რომელიც დღეს გავრცელდა.

„პრესკონფერეციის ჩატარებას ვგეგმავთ. ვაპირებთ კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენას ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად, რაც იქნება სრული და მოცულობითი, იქამდე კი არ გვინდა, რომ რაიმე ინფორმაცია დანაწევრებული სახით გავიდეს, ამიტომ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ იმაზე მეტის თქმისგან, რაც დღევანდელ განცხადებაში წერია“, - განაცხადა მოსიაშვილმა.

როგორც ცნობილია, ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატმა განცხადება დღეს დილით გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ "ოთარ ფარცხალაძე მზად არის უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, მათ შორის მის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ლეგალურად აწარმოებს და საზოგადოებისათვის რაიმე დასამალი არ აქვს".

იხილეთ გაგი მოსიაშვილის განცხადება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა