ანა დოლიძე - უზენაეს სასამართლოში კრიზისული ვითარებაა შექმნილი, რაზეც პასუხისმგებლობა პარლამენტს ეკისრება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში კრიზისული ვითარებაა შექმნილი, რაზეც პასუხისმგებლობა პარლამენტს ეკისრება.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში დარჩენილია ორი მოსამართლე, რომელთაგან ერთს -პაატა სილაგაძეს უფლებამოსილების ვადა უახლოეს მომავალში ეწურება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სილაგაძეს უფლებამოსილების ვადა არ გაუგრძელდება, 466 საქმე დარჩენილ ერთ მოსამართლეს დაეწერება. დოლიძის ეს განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოს წევრთა უმრავლესობისთვის, რომლებმაც დოლიძე საკითხის პოლიტიზირებაში დაადანაშაულეს.

„როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ მოგვწერა,უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში ახლა, არის 466 საქმე. ეს არის 466 ოჯახის და ბევრად მეტი ადამიანის ბედი, რომელიც გადაწყვეტილებას ელოდება უზენაესი სასამართლოსგან. სიმდვილეში სასამართლოში შექმნილია კრიზისული ვითარება, რომ 23 ოქტომბერს ვადა გასდის ერთ მოსამართლეს და პალატაში რჩება მხოლოდ ერთი მოსამართლე. ეფექტური, სწრაფი და ხარისხიანი მართლმსაჯულება ვერ აღსრულდება იმ 466 საქმეზე და მასთან დაკავშირებულ ადამიანებზე, რომლებიც ამ მართლმსაჯულებას ელოდებიან. ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა აქვს საქართველოს პარლამენტს, რომელმაც ვერ გამოავლინა ნება, პასუხისმგებლობა და ვერც თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. პარლამენტის წინაშე ორი წლის განმავლობაში წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურები და ვერ მიიღო დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება ამ კანდიდატურებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, „პარლამენტის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებიდან გამომდინარე“, დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კრიზისულ ვითარებაშია.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცოტა ხნის წინ სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, პაატა სილაგაძეს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს