გიგა ბოკერია - ზურაბიშვილის და ივანიშვილის გუნდის ერთადერთი იმედია, რომ ხალხი არ მივა არჩევნებზე და ადმინისტრაციული რესურსით და დაშინებით შეძლებენ გამარჯვებას

სალომე ზურაბიშვილის და ივანიშვილის გუნდის ერთადერთი იმედი არის, რომ ხალხი არ მივა არჩევნებზე და ადმინისტრაციული რესურსით და დაშინებით შეძლებენ გამარჯვებას, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია მმართველი გუნდის პოზიციას იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე უპირობოდ გაიმარჯვებს.

ბოკერიას თქმით, ასე ვერ მოხდება, ვინაიდან საზოგადოებამ დაინახა, რომ "სალომე ზურაბიშვილის მიშვება საპრეზიდენტო ხელისუფლებაზე არის უდიდესი საფრთხე ქვეყნისთვის".

დეპუტატი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, იქნება არჩევნების მეორე ტური და "ევროპული საქართველოს" კანდიდატი იქნება ყველაზე ღირსეული, რომელიც დაამარცხებს სალომე ზურაბიშვილს, თუკი ის არჩევნების მეორე ტურში გადავიდა.

ბოკერია ასევე გამოეხმაურა მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ 2008 წელს ომის დროს საქართველოს ამერიკა ეხმარებოდა, რაც შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს დაიმოწმა.

"მე არ მინახავს ინტერვიუს ორიგინალი, თუმცა ეს ბოლო შემთხვევაც და მისი განცხადებების მთელი კასკადიც ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანი არის საშიში საქართველოს ინტერესებისთვის, ძალაუფლების ქონის პირობებში, მით უმეტეს პრეზიდენტობის შემთხვევაში. მივიდეთ არჩევნებზე და მივცეთ ხმა მის წინააღმდეგ", - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა