იუსტიციის საბჭოს წევრი თამარ ონიანი - ანა დოლიძის მიერ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური ელფერის მატარებელია

დღევანდელ სხდომაზე ანა დოლიძის მიერ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური ელფერის მატარებელი იყო და ამაზე პასუხის გაცემის უფლებას ჩემს თავს არ მივცემ, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი, თამარ ონიანი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებას, რომელიც უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის პაატა სილაგაძისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას ეხებოდა.

როგორც ჟურნალისტებს თამარ ონიანმა განუცხადა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონის თანახმად გადაწყვეტილება მიიღო და პაატა სილაგაძეს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა.

„ანა დოლიძის მიერ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური ელფერის მატარებელი იყო და ამაზე პასუხის გაცემის უფლებას მე ჩემს თავს არ მივცემ, იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოს ფუნქცია პოლიტიკური განცხადებების კეთება არ არის. კანონის საფუძველზე მიიღო დღეს საბჭომ გადაწყვეტილება. ვითარება შემდეგია: უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ამ ეტაპზე არის ორი მოსამართლე, რომელიც უფლებამოსილებას ასრულებს, მათ შორის, ერთ-ერთ მოსამართლეს- პაატა სილაგაძეს გასდის ვადა და ფაქტობრივად, შემადგენლობის გარეშე რჩებოდა უზენაესი სასამართლოს ეს პალატა. იუსტიციის საბჭომ, ორგანული კანონის ნორმის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება და მას გაუგრძელა ვადა მანამდე, ვიდრე ის არ დაასრულებს იმ საქმეებს, რომელიც მის წარმოებაშია", - განაცხადა ონიანმა.

იუსტიციის საბჭოს წევრებმა ანა დოლიძე იმ განცხადების გამო გააკრიტიკეს, რომლის თანახმადაც, „უზენაეს სასამართლოში შექმნილია კრიზისული ვითარება და ამაში დამნაშავე პარლამენტია“. საბჭოს წევრებმა ამ განცხადების გამო დოლიძე საკითხის პოლიტიზირებაში დაადანაშაულეს.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილით მიმართა, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრ, მოსამართლე პაატა სილაგაძისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას შეეხებოდა. აღნიშნული წერილი საბჭომ დააკმაყოფილა და სილაგაძეს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა