კახა კალაძე - არასამთავრობოები ძირითადად შექმნილია "ნაცმოძრაობის" მიერ, ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში, არ უნდა გაგვიკვირდეს მათი სიჩუმე ამაზრზენ განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად შექმნილია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მისამართით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს „ფაშისტების მხარდამჭერები" უწოდა.

როგორც კალაძე აცხადებს, ეს ადამიანები არიან წარსულში ჩარჩენილები და ცდილობენ საზოგადოებაზე ზეწოლა მოახდინონ და შეუზღუდონ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა.

„რაც შეეხება არასამთავრობოების სიჩუმეს, მგონი, აქ არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, არც ჩვენ და არც ზოგადად საზოგადოებას. არასამთავრობოები ძირითადად შექმნილია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში. არ უნდა გაგვიკვირდეს მათი მხრიდან სიჩუმე იმ ამაზრზენ და არაადეკვატურ განცხადებაზე, რომელიც გააკეთა პარტიული ტელევიზიის ხელმძღვანელმა. ამავდროულად, ყოფილ პროკურორს უნდა ახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს კონსტიტუცით მინიჭებული უფლება გააკეთოს არჩევანი, ეს არის თავისუფლების გამოხატვა, გააკეთოს არჩევანი ამა თუ იმ კანდიდატთან მიმართებაში. ეს ადამიანები არიან წარსულში ჩარჩენილები და ცდილობენ იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებიან საზოგადოებაზე ზეწოლა მოახდინონ და შეუზღუდონ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენ, საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ჩავტოვოთ იქ, სადაც არიან. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ უნდა მოვახდინოთ ერის გაერთიანება. არ გვჭირდება გაყოფილი საზოგადოება, ეს ძალიან ცუდია. ვიცით, როგორი იყო წლების განმავლობაში დაყოფილი საზოგადოება, დაპირისპირებული საზოგადოება, ამიტომ გვჭირდება ერთიანობა, ურთიერთპატივისცემა, მეტი სიყვარული. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც შეძლებს საზოგადოების გაერთიანებას. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ შევძლებთ", - განაცხადა კალაძემ.

მისივე შეფასებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება "არანორმალური"იყო.

„არანორმალურია ის განცხადება, რომელიც გაკეთდა. შესაბამისად, არასამთავრობოების მხრიდან უნდა მომხდარიყო რეაგირება. ორმაგი სტანდარტი, რასაც დღეს ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელია. ის რეიტინგი, რომელიც საზოგადოებაში გააჩნიათ არასამთავრობოების წარმომადგენლებს, იქ იქნებიან, თუ არ განახორციელებენ და არ მოახდენენ რეაგირებას ასეთ განცხადებებზე",- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო