ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი „იბერიას“ და “რუსთავი 2”-ის, ასევე ზაზა ოქუაშვილის და  ნიკა გვარამიას მიმართ სამართლებრივ დავას იწყებს

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, „იბერია ჯგუფის” დამფუძნებლისა და ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ.

როგორც ზაზა ხატიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის მიზეზი ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით სიცრუის ტირაჟირებაა.

ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, ვანო ჩხარტიშვილის დაცვის მხარემ ლონდონის ორ ცნობილ საექსპერტო ბიუროს მიმართა და არა ორიგინალი, არამედ ტელევიზიებიდან ჩამოწერილი ჩანაწერები მიაწოდა, რის შედეგადაც, დადგინდა, რომ ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული სამივე ფარული აუდიოჩანაწერი გადაკეთებული, მანიპულირებული და დამონტაჟებულია.

მისივე თქმით, ერთ-ერთ ჩანაწერში აღინიშნება 8 სხვადახვა ჩანაწერის გამოყენება და 6 მონტაჟი. ამასთან, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ისინი სასამართლო დავას დაიწყებენ არამარტო ტელეკომპანიების, არამედ მათი ხელმძღვანელების, ზაზა ოქუაშვილისა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

“მსოფლიოს ორი წამყვანი ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ვანო ჩხარტიშვილზე ბოლო პერიოდში გავრცელებული აუდიოჩანაწერები არის ხელით მანიპულირებული, გადაკეთებული ან სხვადასხვა დროსა და ადგილას გაკეთებული ჩანაწერების მონტაჟი. ბოლო პერიოდში „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის, ტელეკომანიების „რუსთავი 2“-ისა და „იბერიას“ მიერ ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად მე მივმართე ლონდონის ორ ცნობილ საექსპერტო ბიუროს, რომელთა სანდოობა და ავტორიტეტი საყოველთაოდაა აღიარებული გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში. წინა კვირას ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს „აუდიო ფორენზიქ სერვისიზის“ (Audio Forensic Services) 2018 წლის 1 ოქტომბრის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ბოლო პერიოდში ტელეეთერებით ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული სამივე ფარული აუდიოჩანაწერი ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული ან დამონტაჟებული და სამივე ჩანაწერი იძლევა ძალზე მყარ საფუძველს იმის სათქმელად, რომ აუდიოჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა. უფრო მეტიც, ერთ-ერთ 02.06 წუთიან ჩანაწერში, აღინიშნება 8 სხვადასხვა ჩანაწერის გამოყენება და 6 მონტაჟი”, - განმარტა ზაზა ხატიაშვილმა.

ამასთან, ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა პრესკონფერენციაზე ლონდონის საექსპერტო ბიუროს „დილიჯენსის” 3 ოქტომბერს დადებული დასკვნა წარმოადგინა, რომლის თანახმად, ზაზა ხატიაშვილის თქმით, აუდიო-ჩანაწერებში არსებობს წყვეტა და სამი აუდიო ჩანაწერის ექსპერტიზის ჩატარების შედეგად აღმოჩენილია თორმეტი ანომალია. ამასთან, როგორც ზაზა ხატიაშვილის მიერ დღეს წარმოდგენილ დასკვნაში წერია, ექსპერტი იტოვებს უფლებას, გადახედოს დასკვნებს იმ შემთხვევაში, თუ შემდგომი წვდომა ორიგინალ ჩანაწერებთან და ჩამწერ მოწყობილობასთან ექნება.

“მე, დღეს არასამთავრობო სექტორს გავაცანი აღნიშნული დასკვნები და ვთხოვე მათ, რათა შეაფასონ ტელეკომპანიების მხრიდან დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული მასალების გამიზნულად გავრცელების აღმაშფოთებელი ფაქტები. ასევე მივმართე „რუსთავი 2“-ს და ტელეკომპანია „იბერიას“, რომ შეწყვიტონ ყალბი და დამონტაჟებული ფარული ჩანაწერების მეშვეობით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც ლახავს მის რეპუტაციას და არის დამაზიანებელი მისი საქმიანობისთვის. ჩვენ უკვე მივმართეთ ლონდონის ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანიას, რათა მან დაადგინოს ამ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანიისაგან მიღებული ზარალის ოდენობა”,- აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

მანვე "ომეგას" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი კიდევ ერთხელ გააფრთხილა.

"ასევე ვაფრთხილებთ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც საფრანგეთიდან საექსპერტო ბიუროს დასკვნის პრეზენტაცი დაანონსა, ექსპერტიზისთვის განსხვავებული მასალის თუ ვერსიის მიწოდების და, შესაბამისად, განსხვავებული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, მასალების გაყალბებისთვის მას პასუხისმგებლობა საფრანგეთის სამართლებრივ სივრცეში მოუწევს. მე ვაპირებ ასევე, რომ ლონდონის ორივე საექსპერტო ბიუროს დასკვნა გასაცნობად მივაწოდო საქართველოში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებს", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი "იბერიას" და "რუსთავი 2"-ის, ასევე ზაზა ოქუაშვილის და ნიკა გვარამიას მიმართ სამართლებრივ დავას იწყებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა