სოფიო კილაძე - „ქართული ოცნების" წინააღმდეგ კამპანია გაჟღენთილია სიძულვილით, რაც არ ეკადრება ქვეყანას, რომელსაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფება აქვს

ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების", მისი თავმჯდომარის წინააღმდეგ კამპანია გაჟღენთილია სიძულვილით და დაპირისპირებით, რაც ნამდვილად არ ეკადრება არც ერთ ქვეყანას, რომელსაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფება აქვს, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ბანკი „ქართუდან" 1 მილიონი ლარის სესხის აღებასთან დაკავშირებით.

როგორც კილაძემ აღნიშნა, კითხვის ნიშნები მას სესხთან დაკავშირებით არ უჩნდება, თუმცა, მისივე შეფასებით, ოპოზიცია აღნიშნული საკითხით სპეკულირებს.

„ჩვენი კანდიდატი რომ დაგვეყენებინა, „ქართული ოცნების" წიაღიდან წამოსული კანდიდატი, ეს არც კანონდარღვევა იყო და ამის სრული უფლება გვქონდა. ძალიან ბევრ ადამიანს ამის მოლოდინიც ჰქონდა. ჩვენ არანაირი საჭიროება არ გვაქვს რაღაცეები დავმალოთ ჩვენი საზოგადოებისგან, პირიქით, სრული უფლება გვქონდა ჩვენი კანდიდატი დაგვეყენებინა, რაც არ გავაკეთეთ შეგნებულად. ამიტომ, ოპოზიციის განცხადება არის სპეკულირება.

არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ გამოვუცხადოთ ღია მხარდაჭერა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. რატომ აქვთ ვიღაცეებს კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით, ეს მე პირიქით მიჩენს კითხვის ნიშანს, ხომ არ სპეკულირებენ ეს ადამიანები. ნებისმიერ თემაზე ხდება სპეკულირება, რაც არის ძალიან ცუდი. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს წინააღმდეგ, "ქართული ოცნების", მისი თავმჯდომარის წინააღმდეგ ამ კამპანიამ მიიღო შავი ხასიათი, რომელიც არის გაჟღენთილი სიძულვილით და დაპირისპირებით, რაც ნამდვილად არ ეკადრება არც ერთ ქვეყანას, რომელსაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფება აქვს",- განაცხადა კილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა