სოფიო კილაძე - მარიხუანას კულტივაციაზე კანონპროექტის გადადება საარჩევნო პროცესს არ უკავშირდება - მნიშვნელოვანია, საპატრიარქოს პოზიცია და არავითარ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის 2 თვით გადავადება საარჩევნო პროცესს არ უკავშირდება. როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე მმართველი გუნდი საპატრიარქოს არ უპირისპირდება.

„გვჭირდება დრო კონსულტაციები რომ გავიაროთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან და პირველ რიგში, ჩვენს ეკლესიასთან. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არც ერთი გადაწყვეტილება არ მივიღოთ ისე, რომელშიც დარწმუნებული არ იქნება ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ეს გადავადება ნამდვილად არ უკავშირდება საარჩევნო პროცესს, იმიტომ, რომ თავი გამოვიძვრინოთ, უკავშირდება ძალიან ცხელ პერიოდს, რომელიც ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. ფაქტობრივად, საპარლამენტო საქმიანობას სრულფასოვნად ვერ ვახორციელებთ, რადგან საარჩევნო საქმიანობა დიდ დროს მოითხოვს, ამიტომაც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, რომ პარლამენტი აქტიურ საქმიანობას არ ეწევა წინასაარჩევნო პერიოდში.

ჩვენთვის, ჩვენი დედა ეკლესიის პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ პატივს ვცემთ და ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია და არავითარ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს. მოწოდებული ვართ იმისკენ, რომ პოზიცია, რომელიც საპატრიარქოს აქვს, მაქსიმალურად მასთან დაახლოებული ვიყოთ ჩვენც და ჩვენი საზოგადოებაც მთლიანად, რადგან ეკლესია ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტია ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა კილაძემ.

„კანაფის კონტროლის შესახებ" კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადადო. საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადის ორი თვით გადაწევის გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე, წამყვანი კომიტეტის - ჯანდაცვის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღეს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, საქართველოში მცენარე კანაფის მოყვანა-კულტივაციას ითვალისწინებს საექსპორტო მიზნებისათვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა