„ომეგა ჯგუფის" გენერალური მენეჯერი - ორი აუდიოფაილის ავთენტურობასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთიდან  პასუხები მივიღეთ

დიდი ბრიტანეთიდან მივიღეთ პასუხები ორი აუდიოფაილის ავთენტურობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის" გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ორივე აუდიო ფაილთან დაკავშირებით ბრიტანულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ ჩანაწერები ავთენტურია.

"დიდი ბრიტანეთიდან მივიღეთ პასუხები ორი აუდიოფაილის ავთენტურობასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ორი ფაილის. ექსპერტიზა ჩაატარა ციფრული ტექნოლოგიებისა და აუდიო მასალების კლევის გამოცდილმა ბრიტანულმა კომპანიამ. ექსპერტიზის მიერ დასმული იყო შემდეგი შეკითხვები: 1. ჩანაწერი არის თუ არა უწყვეტი და თუ შედგება სხვადასხვა ნაწილებისგან, თითოეული ნაწილი ეკუთვნის თუ რა ერთსა და იმავე პირველ საწყის ჩანაწერს. 2. პირველი, საწყისი ჩანაწერი გაკეთდა თუ არა უწყვეტად.

შედეგები მივიღეთ ორ ჩანაწერზე: პირველი არის ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარი, სადაც ირაკლი ჩუბინიშვილი ყვება თამბაქოს ადგილობრივი და იმპორტიორი კომპანიების მიერ თითო რეალიზებული კოლოფიდან პარტიისათვის გადახდილ ორნახევარ თეთრზე და 2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული ოცნებისთვის" გადახდილ შავ ფულზე. აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით ექსპერტიზამ გამოარკვია: 1. აუდიო ფაილი შედგება რამდენი ნაწილისგან, რომლებიც უწყვეტად მიმდინარე ერთი ჩაწერიდან არის აღებული, 2. არ შეინიშნება აუდიო შეუსაბამობა ანდა არათანმიმდევრულობა. 3. სპექტრული ანალიზისას არ შეინიშნება ვიზუალური შეუსაბამობა ანდა არათანმიმდევრულობა. 4. საკვლევი აუდიო ფაილის თითოეული ეპიზოდი ჩაწერილია ერთი სახის ჩამწერ მოწყობილობაზე. 5. საკვლევი აუდიო ფაილის თითოეულ შემადგენელ ნაწილში მოსაუბრეთა ხმების ტონალობა თანმიმდევრულია. 6. არ შეინიშნება სიტყვების წყვეტა. 7. ჩანაწერისთვის ავტომატურად მინიჭებული სახელწოდების მიხედვით, მეტამონაცემებიდან აღებული ინფორმაციით, საუბარი შედგა 2017 წლის 8 სექტემბერს", - განაცხადა აღდგომელაშვილმა. მისივე თქმით, ავთენტურია მეორე ჩანაწერიც, რომელშიც ასევე ირაკლი ჩუბინიშვილი და ზაზა ოქუაშვილი ფიგურირებენ.

„მეორე ჩანაწერი არის კვლავაც ირაკლი ჩუნიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარი, რომელშიც ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უყვება, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრის შედეგად თბილისის თამბაქოს მოეხსნა 26 მილიონი ლარის საგადასახადო ვალდებულება.

აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით ექსპერტიზამ გამოაკვლია: 1. აუდიოფაილი შედგება რამდენიმე ნაწილისგან, რომლებიც უწყვეტად მიმდინარე ერთი ჩაწერიდან არის აღებული. 2. არ აღინიშნება აუდიო შეუსაბამობა ან არათანმიმდევრულობა. 3. სპექტრული ანალიზისას არ აღინიშნება ვიზუალური შეუსაბამობა ან არათანმიმდევრულობა. 4. საკვლევი აუდიოფაილის თითოეული ეპიზოდი ჩაწერილია ერთი სახის მოწყობილობაზე. 5. საკვლევი აუდიო ფაილის შემადგენელ ნაწილში მოსაუბრეთა ხმების ტონალობა თანმიმდევრულია და არ შეინიშნება სიტყვების წყვეტა", - განაცხადა აღდგომელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა