მეტრო მგზავრობის საფასურის ყველა ბანკის და საერთაშორისო ბარათებით გადახდისთვის საჭირო ტექნიკით უკვე აღიჭურვა, ავტობუსების ახალ გადახდის სისტემაზე გადაყვანის პროცესი კი დაწყებულია

თბილისის მეტრო მგზავრობის საფასურის საერთაშორისო ბარათებით გადახდისთვის საჭირო ტექნიკით უკვე აღიჭურვა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკში“ განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავტობუსების ახალი გადახდის სისტემაზე გადაყვანა.

„კონტრაქტით გათვალისწინებულ პერიოდში განხორციელდება საერათაშორისო ბარათებით გადახდების დაშვება. ამ ეტაპზე ტექნიკურად აღჭურვის სამუშაოების უმეტესობა შესრულებულია - აღჭურვის პროცესი დასრულებულია მეტროში, მიმდინარეობს ავტობუსების ახალ გადახდის სისტემაზე გადაყვანა“, - განაცხადეს „საქართველოს ბანკში“.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა. „საქართველოს ბანკმა“ გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით მიიღო.

კონტრაქტის მიხედვით, ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ბანკის და ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით იქნება შესაძლებელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა