სალომე ზურაბიშვილს ოქტომბერში ყველაზე მეტი თანხა - 60 000 ლარი, ყველაზე ცოტა კი, 30 თეთრი შესწირეს

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ოქტომბერში ყველაზე მეტი თანხა - 60 000 ლარი, ყველაზე ცოტა კი, 30 თეთრი შესწირეს.

შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ამასთან, 60 000 ლარის გარდა, ზურაბიშვილის სასარგებლოდ განხორციელებულია 50 000 ლარის, 45 000 ლარის, 40 000 ლარის, 20 000 ლარის, 10 000 ლარის, 9 000 ლარის, 8 000 ლარის, 7 000 ლარის, 5 000 ლარის და სხვა ოდენობის შემოწირულებები.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი შესწირეს შემდეგმა ფიზიკურმა პირებმა: ავთანდილ გულიკაშვილი, ვლადიმერ სტეფანიანი, ნიკა მერაბიშვილი, გიორგი თანანაშვილი, სერგო გალუსტიანი, ირაკლი ცეკვაშვილი, გიორგი ქსოვრელი, დავით შენგელია, გიორგი გველესიანი, ბონდო ომიანიძე და თენგიზ წულაია. გარდა ამისა, ზურაბიშვილის მსხვილ შემომწირველებს შორის ოქტომბრის თვეში არიან: თბილისის მერი კახა კალაძე (50 000 ლარი), ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი (45 000 ლარი) და გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე (50 000 ლარი), სოფიო თამაზაშვილი (10 000 ლარი), მარიამ გოცირიძე (7 000) ლარი, მანანა მახარაძე (5 000 ლარი), მარინე არჩვაძე (5 000 ლარი), მერაბი ზუმბაძე (5 000 ლარი), ეკა არაბიძე (5 000 ლარი), მანანა სვანიძე (5 000 ლარი), ნატა ყაზახაშვილი (50 000 ლარი), ქეთევან ხარაიძე (5 000 ლარი), ლელა ბრეგაძე (7 000 ლარი), შორენა ჭაკვეტაძე (9 000 ლარი), ლარისა მელია (7 000 ლარი), მარიამ ხოსროშვილი (5 000 ლარი), ვახტანგ შელია (10 000 ლარი), რევაზ სულუხია (10 000 ლარი), ალინა ჩხაიძე (5 000 ლარი), თამარ ქაჩიბაია (5 000 ლარი), თეკლე ჯანელიძე (7 000 ლარი), ხათუნა ჯაყელი (5 000 ლარი), ეკატერინე ობოლაძე (5 000 ლარი), მარიკა ზარდიაშვილი (5 000 ლარი), თამარ ღვალაძე - 5 000 ლარი, ლელა ჩხიკვაძე - 5 000 ლარი, მერი მაღრაძე - 5 000 ლარი, მანანა ელისაშვილი - 9 000 ლარი, ნიკოლოზ ქსნელაშვილი - 8 000 ლარი, ირმა კაჭიაური - 7 000 ლარი, ფიქრია კამლაძე - 5 000 ლარი, გიორგი თავბერიძე - 20 000 ლარი, ნიკოლოზ კინტრაია - 20 000 ლარი, პალიკო კინტრაია - 10 000 ლარი, ზურაბ დარახველიძე - 50 000 ლარი, ნინო აქიაშვილი - 5 000 ლარი, ლიკა ჯაჯანიძე - 5 000 ლარი, გოჩა იაკობაშვილი 30 000 ლარი, მზია მამასახლისი - 5 000 ლარი, მარინა ტოკლიკიშვილი - 7 000 ლარი, შორენა შოშიაშვილი - 5 000 ლარი, ნიკოლოზ ქარცივაძე - 50 000 ლარი, ნატალია ფირცხალავა - 8 000 ლარი, არკადი კიშკო - 40 000 ლარი, ხათუნა შველიძე - 5 000 ლარი, ირინა კიკნაძე - 8 000 ლარი, ლელა რურუა - 5 000 ლარი, დავით კაპანაძე - 5 000 ლარი, ბადრი ბუთხუზი - 15 000 ლარი, მალხაზ ყანჩაველი - 5 000 ლარი, მარიამ ფაცაცია - 5 000 ლარი, ბექა კიკალეიშვილი - 5 000 ლარი, ირაკლი ნინუა - 5 000 ლარი, ბექა მამულაშვილი - 5 000 ლარი, ვაჟა ლეკიშვილი - 15 000 ლარი, გიორგი ჩიხლაძე - 6 000 ლარი, დავით ნიქაბაძე - 5 000 ლარი, ზვიად მუკუტაძე - 50 000 ლარი, თეიმურაზ მეგრელაძე - 12 000 ლარი, მიხეილ ჯანელიძე - 10 000 ლარი, დავით შალიკაძე - 35 000 ლარი, ბესიკ პაპუნაიშვილი - 6 000 ლარი, ვახტანგ უკლება - 5 000 ლარი, დავით ბალანჩივაძე - 55 000 ლარი, ნერუ ჩანქსელიანი - 15 000 ლარი.

რაც შეეხება ყველაზე მცირე შემოწირულებას, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში, პრეზიდენტობის კანდიდატს 30 თეთრი ოქტომბრის თვეში 7-მა პირმა შესწირა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო