MULIPLEX-ის საინვესტიციო ჯგუფის დეველოპერული პროექტი ბათუმის ისტორიულ ცენტრში

ბათუმის ისტორიულ ცენტრში კომპანია COREAXES კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი შენობის რესტავრაციას აკეთებს. აღნიშნული პროექტი ხორციელდება საინვესტიციო კომპანია MULTIPLEX-ის დაფინანხებით. პროექტის შესახებ სააგენტოს კითხვებს პასუხობს COREAXES ბათუმის პროექტის ხელმძღვანელი კონსტანტინე მხეიძე.

„ბათუმის პროექტი სპონტანურად დავიწყეთ. 2010 წელს ბათუმის ისტორიულ უბანში, გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და თუ ასე შეიძლება ითქვას, მომხიბვლელი ისტორიული შენობა გასაყიდად იყო გამოტანილი. ნაგებობის არქიტეტირული იერსახე და ისტორიული ღირებულება ნამდვილად გასათვალისწინებელი იყო. შესაძლებელია ითქვას, რომ ეს ჩვენი საინვესტიციო ჯგუფის მხრიდან უფრო ემოციური გადაწყვეტილება იყო – შეგვენარჩუნებინა ბათუმისთვის ის, რაც ლამაზია და რასაც ჩვენი ისტორია ქვია. ჩვენი მხრივ, ეს მშობლიურ ქვეყანაში გაკეთებული კონტრიბუცია იყო. ყველასათვის ცნობილია, რომ MULTIPLEX საქართველოში ლოგისტიკურ და სხვა სახის საქმიანობას ეწევა. უძრავ ქონებაში აქამდე არაფერი გვქონდა გაკეთებული. ამ საქმეში ჩვენი ინტერესი არის არა დიდი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რასაც ბათუმშიც და საქართველოში უხვად ნახავთ, არამედ უფრო კამერული, ექსკლუზიური და ისტორიულად ღირებული პროექტების განხორციელება, ახალი არ იქნება თუ აღვნიშნავ, რომ ბიზნესში მიმართულებას, როგორც წესი მფლობელები განსაზღვრავენ. შესაბამისად, ეს ხედვა MULTIPLEX - ის დამფუძნებელს, ლევან კაჭარავას ეკუთვნის. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში არის შეტანილი და ამის შემდეგ სხვა შენობებიც ვიყიდეთ. შევქმენით პროექტი, რომელიც ახლა უკვე მზადაა, რათა ბათუმის ისტორიულ საბჭოში წარვადგინოთ. იმედია პროექტს საბჭო განიხილავს და დაამტკიცებს. ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლუქსენბურგის საინვესტიციო ფონდ KINOR INVESTMENT-თან აღნიშნულ პროექტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია”.

(R)

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს