არქიტექტორის ინფორმაციით, სიღნაღის ისტორიული გალავნის კრემისფრად შეღებვით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შეილახა

სიღნაღის ისტორიული გალავნის რეაბილიტაციას არქიტექტორი ეხმაურება. ნოდარ ბაკაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული კედელი 70-იან წლებში გაილესა და ახლახან ჩატარებულ სამუშაოებში პრობლემა მხოლოდ ფერის შეუსაბამობაა. მისივე თქმით, გალავნის თაღის ღია კრემისფრად შეღებვა ხელოსნებმა მათგან დამოუკიდებლად გადაწყვიტეს.

"კედლის ამ ფერზე შეღებვით, ბუნებრივია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შეილახა. ხელოსნებმა ნადვილად არასწორად და შეუსაბამო ფერზე შეღებეს, რაც ვფიქრობ ადვილად გამოსწორებადია. ძირითადი შელესვითი სამუშაოები კი ჯერ კიდევ 70-იან წლებში ჩატარდა, რაზეც პასუხს ჩვენ ვერ ვაგებთ. მხოლოდ თაღის ნაწილია შეღებლი და ამიტომ შესაბამის რეაგირებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლებთან ერთად დროულდ მოვახდენთ", - განაცხადა მერიის არქიტექტორმა ნოდარ ბაკაშვილმა.

გალავანის თაღის რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. სამუშაოებს კომპანია "ინსტალ +" ახორციელებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის