თბილისის სცენოგრაფიის მეორე საერთაშორისო ბიენალე გაიმართება

11-18 ოქტომბერს, ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის, საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით, თბილისის სცენოგრაფიის მეორე საერთაშორისო ბიენალე გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, საქართველო უმასპინძლებს ახალგაზრდა სცენოგრაფებს და ხელოვანებს კანადიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უნგრეთიდან.

აღსანიშნავია, რომ ბიენალე მოიცავს ორ ძირითად ნაწილს: საერთაშორისო გამოფენას და Masters'Lab-ს (ლაბორატორია ოსტატებთან).

საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება ორი ექსპოზიციით - ახალგაზრდული პავილიონით და გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლით.

„ბიენალეს საგანმანათლებლო პროგრამის Masters'Lab-ის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ ლექციებს და მასტერკლასებს სცენოგრაფიის, საკურატორო საქმის, პოსტ-დრამატულ თეატრში ხმის და განათების დიზაინის, ვიდეო და მულტიმედია არტისა და ვიდეოინჟინერიის დარგებში.

ბიენალეს ახლავს „ახალგაზრდა თეატრალურ და ვიზუალურ ხელოვანთა რეგიონული ფორუმი“, რომელიც შედგება ახალგაზრდა სცენოგრაფთა პრეზენტაციების და დისკუსიებისგან. ფორუმზე მონაწილეობას მიიღებენ სცენოგრაფთა საერთაშორისო ქსელის OISTAT-ის ნაციონალური ცენტრების წარმომადგენლები უნგრეთიდან, სერბიიდან, რუსეთიდან, და ინდივიდუალური წევრები დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან.

ბიენალეს მიზანია საქართველოში დამკვიდრდეს ახალი საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ხელს შეუწყობს ვიზუალური და თეატრალური ხელოვნებების დარგებში თანამედროვე ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, საერთაშორისო პარტნიორობის და თანამშრომლობის გაღრმავებას, ინტერკულტურულ დიალოგს; ახალგაზრდა სცენოგრაფების პროფესიულ განვითარებას, საქართველოში თანამედროვე პროფესიების: განათების დიზაინის, ხმის დიზაინის, მულტიმედიური სცენოგრაფიის დამკვიდრების ხელშეწყობას და ახალი მეთოდოლოგიების შესწავლას; ზოგადად დარგის და უშუალოდ თანამედროვე ქართული სცენოგრაფიის განვითარებას, საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას“, - ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ